..

.

..

среда, 12 декабря 2018 г.

შემაჯამებელი სამუშაო საქართველოს ისტორიაში

                                                 #ნინოს გაკვეთილები
                                  შემაჯამებელი სამუშაო მე-9 კლასში
                                             საქართველოს ისტორია
შემაჯამებელი სამუშოას მიზანია
1. წინარეცოდნის გაქტიურება .
მოსწავლეებს ევალებათ გაიხსენონ იმ პერიოდის მოვლენები და  ფაქტები, რომელიც უკვე შესწავლილი აქვთ; ასევე მათ უნდა შეძლონ ინფორმაციის მოძიება , ძირიტადის გამოყოფა,  გაფილტვრა, საინფორმაციო, შემეცნებითი პლაკატის სექმნა და პრეზენტაციის გაკეთება . სამუშაოს შესრულებისათვის  წინასწარ ვამზადებთ ოთახს და ასევე  კონვერტში ვათავსებთ წინასწარ დავალებას ყველა ჯგუფისათვის, ამ ეტპზე გაწერილი იყო დავალებები 5 ჯგუფისათვის ;
კერძოდ,  მოსწავლეებს უნდა გაეხსენებინათ - მე-4, მე-5 , მე-6 და მე-7 საუკუნის  მოვლენები , როგორც "ქართლის ცხოვრებიდან" და "მოქცევაი ქართლიდან "  , ასევე სახელმძღვანელოდან, სამი ჯგუფისათვის აუცილებელი პირობა იყო გამოეყენებინათ თანამედროვე ტექნოლოგიები (ტაბლეტები) და მოეძებნათ ის მასალა , რაც აქამდე არ ჰქონდათ წაკითხული;  თითოეულ ჯგუფი აღჭურვილი იყო დამატებითი რესურსებით ;
2. დავალების გადანაწილების შემდეგ მოსწავლეები იწყებენ ფიქრს , როგორ შექმნან ისეთი ისტორიული მასალის  გზავნილები , რომელსაც ექნება საინტერესო ვიზუალური მხარე , იქნება შინაარსობრივად გამართული , ასევე გამოყენებული იქნება არა მხოლოდ  სესწავლილი მასალა, არამედ მოიძიონ და ჩასვან ის დამატებითი მასალა, რომელიც არ არის სკოლის სახელმძრვანელოებში
3. დავალების ტიპები განსხვავებული , აქ გვხდება , როგორც რუკისათვის შექმნილი აქტივობები, წერილობით წყაროზე შექმნილი იმპოვიზაცია- დისკუსია ; ქრისტიანობის გავრცელების ოფიციალური წერილობითი წყაროები,  ვახტანგ გორგასლის საგარეო პოლიტიკის არსი და დროის , ქრონოლოგიური ხაზი  და სქემები, მასალის უკეთ გასააზრებლად ;
4. შესაფასებლად მოწვეული გვყავდა მე-11 კლასის მოსწვლეები , რომლებმაც  შეაფასეს მოწავლეთა სამუშაო პროცესი და გამოყვეს საუკეთესო გუნდი
5. ჯგუფის ხელმძრვანეები ამზადებენ შესრულებული სამუსაოს ანგარიშს, სადაც გაიწერება როგორც დადებითი მხარეები სამუშაო პროცესისა, ასევე დაფიქსირდება -ჯგუფის წევრების ხვედრით წილი-ვინ , რომელი დავალება შეასრულა
6. შემდეგ გაკვეთილზე მოხდება შეჯამებ, შეფასების კრიტერიუმი გამოყენებით შეფასდება ყველა მოსწავლე და შეჯამდება პირველი სემესტრის მეორე ნაევარში  შესწავლილი მასალა
7. სრული მონაცემენების დათვლის  მერე დღევანდელი შემაჯამებელი , თავისივე რესურსებით განლაგდება ამ ბლოგზე, შესაბამის გრაფაში
მადლობა ყურადღებისათვის
12.12 .18
ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #43 საჯარო სკოლის მე-9 კლასი