ზარის დარეკვის მერე მიყურებენ და ვგრძნობ რომ ელოდებიან ჩემს შეთავაზებას , არადა მეც რომ ჩუმად ვარ ?!. სიჩუმე თამთამ დაარღვია , მას ხელში თოკით შეკრული წიგნი ეჭირა . ამოვისუნთქე. გამჩნდა საშველი. და უცბად ..
- მას, დღეს ხომ შემოქმედებითი აზროვნების დღე გვაქვს ? !
ჯანდაბა, რაღაც აშკარად დამავიწყდა .. არ დამიმალავს ჩემი გაჭირვება და ვიკითხე
-გამახსენეთ, რა ხდება დღეს?
ოხ, როგორ უყვართ ეს მომენტი. ერთბაშად ხდებიან ჩემზე უფროსები და ნელი, დამაჯერებლი ხმით მიხსნიან რომ დღეს უკვე ვახტანგ მეექვსის დღეა ,
აი, აქ კი ამოვისუნთქე. გამახსენდა , რა დავალება მქონდა მიცემული :)
თუ თავი არ მოგაბეზრეთ ჩემი შესავალით , მომყევით #ნინოსგაკვეთილებზე , სადაც ერთი დღის თავგადასავალს მოგიყვებით. ეს არ იქნება ახალი , ან თქვენთვის უცნობი აქტივობა , მაგრამ გამოცდილების გაზიარების გარეშე მე ხომ ვერ ვჩერდები?!
დავიწყოთ სულ თავიდან.
ვახტან მეექვსე - ჯანიშინი და შემოქმედებითი დავალება და პასუხი კითხვაზე - რა მომწონს ყველაზე მეტად მის მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკიდან ;
როგორც კი ნიამ გამიღიმა და ახსნა "დავიწყება რისი საწინდარია" , ამასობაში ჩემს თავშიც ყველა დეტალი დალაგდა, გადავრჩი.
რა იყო დავალება ? - უნდა შეერჩიათ ერთი ისეთი ეპიზოდი ვახტანგის მეფობიდან , რომელიც მათი აზრით საინტერესო იქნებოდა , ამ ნაბიჯის მერე უნდა მოეფიქრებინათ რესურსის შექმნა, ტექსტი "ხმოვანი"იქნებოდა,ანუ მოყვებოდნენ.
შეფასების რუბრიკა-მთლიანად დაფუძნებული შემოქმედებით აზროვნებაზე ; ფასდება ცოდნაც, მაგრამ მთავარი ამ ჯერზე კრეატიულობაა; ისიც გამახსენდა , რომ ყველაზე განსაკუთრებული ნაშრომი უმაღლესი ქულით დაჯილდოვდებოდა.
მოკლედ, მოვემზადე მოსასმენად და ტელეფონი გვერდზე გადავდე .. მოდი დღეს აღარ ჩავრთავ პირდაპირს , საერთოდ დავანებებ თავს "სხვების შეწუხებას " , აგერ ამბობენ კიდეც, ასე ხომ ჩვენც ვმუშაობთო და მართლებიც არიან...
სონიამაც არ დააყოვნა და ხელნაკეთი სტამბით თამთას მიუჯდა გვერდზე. რა ისაუბრა ვიდეოშიც შეგიძლიათ მოუსმინოთ , მე ერთ ამბავს ვერ გავუშვებ ისე, რომ არ მოგიყვეთ. მამამის რომ დაუნახავს სონია რას აკეთებდა , უთქვამს რომ ამის გაკეთება შეუძლებელიაო. არ დანებდა, იწვალა და გააკეთა?! მოდი ახლა და არ "გაიმართო წელში" ! აი, როგორი , მოსწავლეები მყავს . საქმე მარტო შემოქმედებითობას როდი ეხება , ისეთ საქმესაც მოეჭიდა, რომელიც თავიდან წარმოუდგენელი ეგონა , შეეჭიდა და გააკეთა; ანუ როგორც ვამბობთ , "რუბიკონი გადალახა". ეს აქტივობა მარიამმა შეკრა, როგორც თავად გვითხრა, მან ერთგვარ გზამკვლევზე იმუშავა; ფურცლებზე ჩაკეცილი გვერდები
ჩამოიშალა და ჯერ სულხან-საბა ორბელიანისა და ვახტანფის ნახატი, შემდეგ კი იმ პერიოდის ილუსტრაციებით დეტალებში ახსნა რა ხდებოდა მაშინ, როცა სტამბა შენდებოდა. ჩვენც ჩავერთეთ, არც ანთიმოზ ივერიელი გამოგვრჩენია და არც იშტვანოვიჩი;
თამთას, სონიას და მარიამის ამბებს ვახტანგ მეფის პორტრეტი მოჰყვა , ეს უკვე ნიაკოს შემოქმედებაა, არა ერტხელ მსმენია ჩემი მეგობრებისაგან სოციალურ ქსელში, რომ ჩემი მოსწავლეები
მათთვის უკვე ძალიან ახლობლები არიან , იცნობენ ... მაგრამ მეც კი შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჯერზე მეც კი თავიდან აღმოვაჩენ -ხოლმე ამ ადამიანებს ; თავად მოუსმინეთ და ნახეთ , რამდენად შეიძლება ჩვეულებრივი ეპიზოდი ოჯახში (ბებია კითხულობს გაზეთს) როგორ გახდეს ბიძგი შეიქმნას მეფის პორტრეტი , არ გჯერათ ხომ? არც მე დავიჯერებდი, რომ არა ნიას მოყოლილი ამბავი და აქვე წარმოდგენილი მეფის პორტრეტი
როგორ შეიძლება შევაჯამოთ ამგვარი ტიპის პრეზენტაციები? როგორც ნინო ამბობს , დავხატოთ მარტივი ფიგურები, მაგრამ ვიმსჯელოთ აუცილებელ აქცენტებზე , ემოცია, ზურგშექცეული ადამიანები , ისტორიის თხრობა , მიზეზებზე და შედეგებზე ორიენტირებული პრეზენტაცია... მე მეტსაც ვფიქრობ, ეს ვიდეო, რომელსაც მოისმენთ შესაძლებელია სხვამაც გამოიყენოს , გამომდინარე იქიდან, რომ სახელმძღვანელოზე უკეთ და საინტერესოდ ყვება ნინო ვახტანგმეფესა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
საბოლოოდ კი მაიკომ დაასრულა პრეზენტაციები ,,,
მივუკაკუნეთ დავალებას ; ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, ეს არის ესეების წერა, ამ ჯერზე სახლში შესასრულებლად სწორედ ეს დავალება ავუხსენი. მსაჯულები თავად იქნებიან, მეფის გაადწყვეტილებებზე არგუმენტირებული მსჯელობა უნდა შეძლონ, სათაურიც თავად უნდა მოიფიქრონ ,,,
P.S ხშირად მსაყვედურობენ, შენი გვერდი სოციალურ ქსელში მარტო სკოლაზეაო.. ხოდა ახლა გეტყვით, ჩემი პირადი ცხოვრება , დასვენება-ლხენის სურათები ჩემია , პირადი. განათლებაში გვაქვს ხარვეზები და თუ ერთ ადამიანს მაინც ვეხმარები ჩემი პირდაპირი ჩართვებით, გეტვით, რომ ჩემს მისიას ვასრულებ.. ვსწავლობ, ვასწავლი და ვაზიარებ
თქვენი ნინო მასწავლებელი
0 коммент.:
Отправить комментарий