ოთხი სასწავლო რესურსი ერთ გვერდზე


სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი,
  მერვე კლასის ისტორიაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედით მოსწავლემ უნდა შესძლოს უკვე განმარტოს რა არის სახელმწიფოს არსი , გაიაზროს რა იგულისხმება  ამ ცნების მიღმა და მეტიც, ისაუბროს არა მხოლოდ მმართველობის ფორმაზე, არამედ მოახდინოს შედარება ამ მმათველობის სისტემებისა, დაფიქრდეს რა არის დემოკრატიული ღირებულებები, პასუხობდა თუ არა ყოველთვის ამ ღირებულებებს მსოფლიო საუკუნეების მანძილზე და რაც მთავარია გაიხსენოს წინარეცოდნა . სად დაინახა პირველად დიქტატურა, ჩანდა თუ არა დემოკრატიული მმართველობის სისტემაში ძველ ბერძნულ ცივილიზაციაში დიქტატურა და რადენად მისაღები იყო ეს იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც პირველად აირჩია დემოკრატიული მმარტველობა და თან მონებს  გაასმაგებულად ამუშავებდ ასაკუთარ მამულებში ?
  სახელმძღვანელოს პრობლემა ერთია, იცვლება წიგნები , ველოდებით ახალს და მალევე  აღმოვაჩენთ-ხოლმე , რომ შესაძლებელია არც კი გაუმჯობესდეს ახალი, მეტიც , ადვილად შეიძლება ძველი მასალები გადაამუშაონ და ისე მიაწოდონ საზოგადოებას; 
გარეთ კი ამ დროს 21-ე საუკუნეა და ჩვენი მოსწავლეები სულ უფორ მეტ ინტერაქტიულ გაკვეთილებს ელოდებიან ჩვენგან. 
  ჩემს გვერდზე გთავაზობთ 4 პრეზენტაციას , რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ გაკვეთილის ახსნის პროცესში, რა თქმა უნდა ამ პრეზენტაციების გამრავაფეროვნება სხვა რესურსებითაც ხდება . რა ტმქ უნდა იდეები ჩნდება, ამ იდეების დახმარებით თუ ჩვენს მოსწავლეებს შევეშველებთ რომ უკეთ დაიწყონ ისტორიული აზროვნება , ეს ვფიქრობ აუცილებელია ;  მოსწავლე ამ პერიოდში უკვე მსჯელობს სახელმწიფოებზე და ასაბუთებს რომელი სახელმწიფოში გვხდებოდა (ან გვხვდება) ავტორიტარული, ტოტალიტარული  რეჟიმი და მასთან ერთად იწყებს ფიქრს , რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლა
  ამ პრეზეტაციებში წარმოდგენილი ილუსტრაციები დაეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს:
გამოყოს და აღწეროს დემოკრატიიული  მმართველობის მახასიათებლები
იმსჯელოს ავტორიტარულ რეჟიმებზე და შეექმნას წარმოდგენა - რამ  შეუწყო ხელი ამ რეჟიმების გააქტიურებას ,  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა  , თუ მოსახლეობის გაუნათლებლობამ?  რაც მთავარია, ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ამ მასალას  გადიან მერვეკლასელები  და ვფიქრობ, ყველას გაგხარებთ ამ გამზადებული პრეზენტაციებსი ხილვა

  
   სასწავლო რესურსი  N1 



სასწავლო რესურსი N2



სასწავლო რესურსი 3 

სასწავლო რესურსი N4

1 коммент.:

  1. მნიშვნელოვანი სამუშაო გაგიწევიათ, ქალბატონო ნინო. რესურსები საინტერესოდ გადმოსცემს საკითხს, განსაკუთრებით მომეწონა ფოტოსა და კითხვებს შორის ლოგიკური კავშირი. ყველანაირად ვეცდები, გამოვიყენო თქვენი რესურსები საკლასო აქტივობებში. მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ

    ОтветитьУдалить