21-ე საუკუნის გაკვეთილი


მასწავლებელი, რომელიც არ უშინდება სიახლეებს და შეუძლია ამ სიახლეებიდან გამოარჩიოს ის ღირებული , რომლისგანაც შეძლებს  შექმნას ისეთი სასარგებლო მედიაპროდუქტი, შეუწყობს სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში ის უკვე 21-ე საუკუნის კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელია  . მეც ვცდილობ ვიყო ის მასწავლებელი , რომელიც იღებს გამოწვევას და ქმნის ისეთ ემდიაპროდუქტს სწავლებას სახალისოს, ცოდნას კი გამოყენებადს რომ გახდის . ჩემთვის მნიშვნელოვანია , რომ ნათლად დავანახო საზოგადოებას, როგორ შეიძლება ტრადიციული  გაკვეთილი ვაქციოთ ისეთ სახალისო სწავლების პროცესად, რომლის დროსაც მოსწავლეები მოახერხებენ ახალი ინფორმაციის მოძიებას (გამოვიყენოთ სახელმძღვანელო, ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი), ინფორმაციის დახარისხებას და ძირითადი გზავნილების გააზრებას, მოსაზრებების მტკიცებულებით გამყარებას , პერსონაჟის როლის მორგებას და ისეთი მედიაპროდუქტის შექმნას , რომელიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას  ისე ისწავლონ ახალი მასლა , რომ არა მხოლოდ ისტორიული მოვლენები დაამახსოვრდეთ, არამედ არსებული ვარაუდების შესახებ მტკიცებულებები თავადაც მოსიმინონ და კლასელების დახმარებით შექმნილი მედიაპროდუქტიდანაც შეიტყონ; რა არის ეს თუ არა კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერება. ეს კი სწორედ ის უანრებია, რომელიც  საციცოხლოდ აუცილებელია 21-ე საუკუნეში;
 ნაბიჯი 1. გამოცდილების გაზიარება სოციალურ ქსელში .
დღეს ერთ-ერთი საინფორმაციო სივრცე მასწავლებლებისათვის სოციალური ქსელია, ეს არის ადგილი სადაც შესაძლებელია კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელმა მიიღოს საინტერესო ინფორმაცია ,დაახარისხოს , მნიშვნელოვანი გამოარჩიოს , გაანალიზოს და შესაბამისი დასკვენების გამოტანის მერე სიახლე შეიტანოს საგაკვეთილო სივრცეში . ის რომ დღეს მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკაში ახალი არ არის გამოცდილების გაზიარება  ეს ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ ხდება ამ გამოცდილების მორგება ჩვენს საგაკვეთილო სივრცეში დღეს ეს არის მთავარი. ამიტომ მე ხშირად ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში იმ მასალას, რომელიც „ერთი ხელის გაწვდენაზეა“. ალბათ ადვილად მიმიხვდით, Facebook -ზე რომ ვსაუბრობ; ეს არის ადგილი სადაც ხშირად ერთმანეთს ვესაუბრებით სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები, ვეხმარებით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, ვირებთ და გავცემთ ახალ ცოდნას და კარგად ვიცით, რომ ჩვენ არ „ვიგონებთ ახალ ველოსიპედს“, ჩვენ ვხედავთ, ვააფსებთ როგორ მუშაობენ სხვები და საჭიროებისამებრ ვიყენებტ ჩვენს საგაკვეთილო პროცესშიც.
ნაბიჯი 2. ინფორმაციის გამორჩევა .
ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრისამებრ ფეისბუქის მთავარ გვერდს ვათვალიერებდი. მნიშვნელოვანის გამორჩევა უცბად შევძელი . სოციალურ ქსელში გააზიარებული იყო უცხოელი კოლეგის საინტეერსო მასალა, ინგლისურენოვანი ინფომაციის გაცნობის შემდეგ შესაბამისი დასკვნის გაკეთება მოვახერხე და მივხვდი , რომ ამ მასალას ჩვენს საგაკვეთილო პროცესის დროს, კერძოდ კი ახალი მასალის ახსნისთვის გამოვიყენებდი ; სხვადასხვა კუთხიდან შევაფასე ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობები , ჩამოვწერე ძირითადი აქტივობები და მეორე დღისთვის საინტერესო გაკვეთილი დავგეგმე . ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ფესიგვერდის მიღმა დავინახე როგორ შეიძლებოდა კიდევ ერთი  თავგადასავლებით სავსე , საინტერესო გაკვეთილი ჩაწერილიყო ჩემი მოსწავლეების ცხოვრებაში . აუცილებელი იყო მომეფიქრებინა , როგორ მოვახერხებდი ყველა მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში ისე, რომ ინტერესი არ გაუნელდებოდათ არა მხოლოდ კლასში, არამედ სახლში მისვლის შემდეგაც. ასევე ვიცოდი, რომ ისე უნდა მიმეწოდებინა ახალი აქტივობა, რომ  არ გასჩენოდათ არათანასწორობის შეგრძნება . ამიტო ავდექი და არც მეტი და არც ნაკლები ფერად ფურცლებზე ჩამოვწერე ყველა იმ ისტორიული პერსაონაჟის სახელი, რომელიც თამარ მეფის პერიოდს უკავშირდებოდა , სულ 15-მე გამომივდა ასეთი პიროვნება, ამიტომაც ვიფიქრე, რომ აჯობებდა წყვილებში ემუშავათ.. ფერადი ფურცლები ჩანთაში ჩავალაგე , ერთი სული  მქონდა ჩემი მოსწავლეებისათვის გამენდო ჩვენი ახალი გაკვეთილსი გეგმა , რომელიც ვიცოდი , რომ აუცილებლად განხორციელდებოდა;
ნაბიჯი 3.
                            21-ე საუკუნის გაკვეთილი მე-9 კლასში.
თამარ მეფოს ეპოქა , ისტორიული პერსონაჟები და მოვლენები სოციალურ ქსელში ;
გაკვეთილის დაწყებამდე საკლასო ოთახში ერთ-ერთ მაგიდაზე ფერადი ფურცლები ისე დავალაგე , რომ წარწერა მოსწავლეებს არ დაენახათ ; კლასში შემოსვლის პერიოდში ერთ-ერთი მოსწავლის ფრაზა მომესმა „თავგადასავლები გრძელდება, ნეტავ ახლა რა მოიფიქრაო“ , გამეღიმა და მივხვდი, რომ ამ ფრაზამ კიდევ უფრო მეტაად გაიღრმავა ჩემი შეხედულება, რომ მოსწავლეს უნდა უხაროდეს გაკვეთილზე ტოფნა და არა შიშით ელოდებოდეს საკუთარი გვარის ამოკითხვას ჟურნალში (რაც ჩემს გაკვეთილზე ყოფილა და მეც გამომიცდია ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, ვის არ გვქონია დღე, როცა გაკვეთილი არ გვისწავლია 😊 ) მოსწავლეებმა აიღეს ფურცლლები და მაშინვე გამოთქვეს საკუთარი აზრი
-მას, ეს რომ ჯერ არ გვისწავლია?
-მას,ხოაშაქ ცოქალი რომ ორს შეგვხდა, რა უნდა ვქნათ?
შეკითხვებს ჯერ მზერით ვუპასუხე, რომელაც უცბად შეახსენა ყველას, რომ არც ერთ აქტივობას კლასში არ ვიწყებთ ზუსტი და მკაფიო ახსნა-რეკომენდაციების გარეშე . როდესაც ყველამ თავისი ადგილი დაიკავა  , აი მაშინ კი ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსენი ჯერ გაკვეთილის მიზანი და შედეგ ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ , პირველ რიგში მოსწავლეებს შევახსენ, რომ ჩვენ ახლა ვიწყებდით თამაშს და  აუცილებელი პირობა ერთად გვეთამაშა,  ანუ ყველა ერთად უნდა გადავფრენილიყავით მე-12 საუკუნეში, მიგვეხედა-მოგვეხედა, ეპოქა გაგვეაზრებინა, გვერგრძნო რომ იმ პერიოდის მოქალაქეები ვიყავით 21-ე საუკუნის  შესაძლებლობებით . ( ამ დროს ჩნდება ბევრი კიტხვის ნიშანი მოსწავლეების თვალებში)  ამისათვის კი ნაბიჯები ნელა და ყურადღებით უნდა გადაგვედგა, რადგან ჩვენ არც მეტი და არც ნაკლები პირადი გვერდები უნდა შეგვექმნა Facebook-ში . ამ   წინადადებას მოჰყვა საოცარი ემოცია და უცბად მივხვდი, რომ ძალიან მაგარი მედიაპროდუქი გვექნებოდა ; ეს მართლაც ასე მოხდა, მაგრამ უმჯობესია ჯერ  მოგიყვეთ როგორ განვითარდა მოვლენები .
მაშ, ასე
ნაბიჯი 1. ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ისტორიული პროცესების გაანალიზება . როგორც უკვე ვახსენე ზ, ამისათვის ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ ტექნოლოგიას რაზეც ხელი მიგვიწვდება საკლასო ოთახში და ასევე სახელმძღვანელოს (შესაძლებელია , თუ ინტერნეტის საშუალება არ გვაქვს კლასში , მასწავლებელმა წინასწარ მოიძიოს თემის შესაბამისი საინტეერსო მასალები, ამობეჭდოს და შემდეგ მოსწავლეებს უწილადოს )  ძალიან საინტეერსოა ამ მხრივ წყვილში მუშაობა . პირველ რიგში ეცნობიან ახალ მასალას, ერთმანეთს უზიარებენ მოძებნილ ინფორმაციაზე მოსაზრებებს, არჩევენ მნიშვნელოვან მოვლენებს . ამის შემდეგ იწყებენ საკუთარი პერსონაჟის მახასიათებელი ნიშნების ჩამოტვლას, პირადი პროფილის სურათის დახატვას და რაც მთავარია,   ჩემი მოსწავლეებიც არასოდეს უშინდებიან სიახლეებს   , დამოუკიდებლად აზროვნებენ,, სვამენ რთულ შეკითხვებს და ჩვენ ერთად ვეძებთ პასუხებს , პასუხებისგან კი შეიქმნა ისეთი ფეისგვერდები, რომელიც გვიჩვენებს , რომ მოსწავლემ არა მხოლოდ გაიაზრა ისტორიული პროცესები და შეისწავლა პიროვნება , არამედ შეძლო  ისე დაეხატა მისი პირადი გვერდი , რომ მთავარი გზავნილები სხვებისთვის   სახალისოც ყოფილიყო, პროდუქტიულიც და საინტერესოც
ნაბიჯი 2. წარდგენა . ეს ის პროცესია, რომელსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. როდესაც სამუშაო პროცესის დროს ჩემს მოსწავლეებს ვაკვირდებოდი  და ვხედავდი იმ ჩართულობას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას და ამავე დროს ვუსმენდი მათ მსჯელობას ,ვხვდებოდი , რომ მათ ეს სამუშაო ძალიან მოსწონდათ, თეთრი ქაღალდები ნელ-ნელა გადაიქცა ფეიბუქის გევრდებათ, რომელზე გათვალისწინებული იყო ყველა ის დეტალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას , შევიტყოთ პიროვნების შესახებ საინტერესო ინფორმაცია, გავიგოთ რა ახარებთ და რას აქცევენ ყურადღებას , ყველაზე სახალისო კი ის კომენტარები ჩანდა , რომელიც განსაკუთრებული გაფორმებით გამოირჩეოდა . ვინც მიცნობს იცის , ვინც არა და აქვე გეტყვით, რომ ასეთი სამუშაო პროცესების გადაღება ჩვენი გაკვეთილების მეგზურია . ამ ჯერად წარდგენის ვიდეო-მასალას გთავაზობთ და თავადვე შეძლებთ შეფასებას რამდენად საინტერესოდ წარიმართა ჩვენი გაკვეთილი
ზარის დარეკვას კვლავ მოსწავლეების ფრაზა მოჰყვა
-მას , ჩვენ უკვე იმაზე მეტი ვიცით , ვიდრე სახელმძღვანელოშია ..
დიახ, ნამდვილად ასე იყო, ერთმანეთის მოსმენის შემდეგ თამარის ეპოქაზე , სოციალურ-ეკონომიკურ სიახლეებზე, ისნის კარვის მოთხოვნებზე, მისი მოგვარების გზებზე ინფორმაციას გავეცანით. მოვისმინეთ როგორ „დაჩეკინდა“ აბუბაქრი შამქორს და როგორ გააქციეს ქართველებმა, გავიცანით შოთა რუსთაველი, რომელმაც თავისი გვერდით გვამცნო,რომ დაასრულა  „ვეფხისტყაოსანი“.. კლასმა ჩაინიშნა ახალი დავალება და დავთქვით შეხვედრა საღამოს რეალურ სოციალურ სქელში  ირეალური პერსონალური გვერდებით
ნაბიჯი 3 .  ისტორიული პირები სოციალურ ქსელში ჩნდებიან .
-ნინო  ბასილ ეზოსმოძღვარი დამეგობრებას მთხოვს, შენი მოსწავლეა?
-ნინო გიორგი რუსი მეჩხუბება, ვერ გავიგე რა დავუშავე
- ვინაა ეს არა თამარ მეფესო რომ წერს?

0 коммент.:

Отправить комментарий