კესომ დახატა ზებრა და კლასელებს აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია საგზაოს ნიშნების ცოდნა, ეს იყო საწყისი ჩვენი სახალისო გაკვეთილისა, რადგან ამან მოგვცა საშუალება გვეფიქრა , რომლე საგზაო ნიშნებს იცნობენ და რას აღნიშნავს თითოეულ მათგანზე გამოსახული ნიშნები..
როგორ გავაკეთეთ ეს? ძალიან მარტივად, მივცეთ მოსწავლეებს დავალება გაიხსენონ ის გზა, რომელსაც გადიან სკოლიდან სახლამდე და სახლიდან სკოლამდე, დახატონ ამ გზის აღწერილობა და აუცილებლად მონიშნონ ის საგზაო ნიშნები, რომელიც მათ ხვდებათ.
აქტივობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მათ შეძლეს არა მხოლოდ ვიზუალურად აღეწერათ ის მარშუტი, რომელსაც გადიან სკოლამდე , არამედ დაასაბუთეს რამდენად აუცილებელია იმ საგზაო ნიშნების ცოდნა , რომლის მნიშვნელობაც მათ უკვე კარგად ისწავლეს
კესომ შეძლო წარდგენა საკუთარი ნახატისა, მან ისაუბრა ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც ყველა მოქალაქისათვის აუცილებლად საჭიროა და გასათვალისიწინებელი |
0 коммент.:
Отправить комментарий