რატომ არის დღეს აუცილებელი კრიტიკული აზროვნება სკოლაში? პასუხი ძალიან მარტივია - აუცილებელია მოსწავლეებმა დაინახონ, რომ არსებობს მათი მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრება ; ხშირად ვსაუბრობთ, რომ ამ უნარებზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა რეალობა სხვა რამეს გვიჩვენებს ; დღეს უჭირთ ადამიანებს კამათი; ხშირად ხდება ისე , რომ სხვადასახვა მოსაზრების გამო ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ეს უკანასკნელი კი გადაიზრდება კონფლიქტში; ამიტომ აუცილებელია სკოლის პერიოდიდან ჩვენმა მოსწავლეებმა ისწავლონ
1. არგუმენტებით დასავუთება საკუთარი მოსაზრებისა
2. სხვისი მოსმენა და პატივისცემა განსახვევბული აზრისა
3. აღიარება, რომ შესაძლებელია შეიცვალოს საკუთარი აზრი , თუ მისთვის მისაღებია ის არგუმენტები რომელსაც ისმენს
რას ვაკეთებთ ამისათვის ჩვენ, მასწავლებლები?! ხშირად მომისმენია , წამიკითხავს-რომ მუშაობენ კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ; მართალია, როცა ვეცნობი პრაქტიკულ სამუშაოებს თვალში საჩემია მასწავლებლის მთავარ როლში ყოფნა და მოსწავლეების ნაკლებად აქტიურობა ; რა თქმა უნდა წლების წინ მეც ვგრძნობდი , როგორ ვიყავი მთავარი მოქმედი გმირი ჩემს გაკვეთილებზე; დღეს , სწორედ იმის საშუალებით , რომ კრიტიკულად შევაფასე ჩემი სამუშაო პროცესი მაქსიმალურად ვცდილობ დავგეგმო ისეტი აქტივობები, როელშიც მე , უბრალოდ, ფასილიტატორი ვარ, მთავარი როლის შემსრულებლები კი ჩემი მოსწავლეები; ახლა შევეცდები წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი გაკვეთილი
რეცენზენტები- სიმულაცია
პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ ვინ არიან რეცენზენტები, ამისათვის მათ ვთხოვთ დაგუგლონ პლანშეტების და ტელეფონების საშუალებით და მოიძიონ ამ სიტყვის ახსნა ; რა ტქმა უნდა გეტანხმებით, რომ ამ პროცესის წარმართვამდე მე ვსვამ შეკითხვას , ხომ არ იციან?! როდესაც ადარებენ მოძიებულ განმარტებას იმ მოსაზრებებს რაც მათ ჩამოთვალეს , ირველ რიგში ეღიმებათ, შემდეგ კი სრული სერიოზულობით ასაბუთებენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა. ამიტომაც ვთავაზობ მათ მოირგონ ეს პროფესია ;
სამუშაო ფურცლებად ვიყენებთ ჩვენს სახელმზღვანელოში ახალ გაკვეთილს, ისეთს რომელიც ფაქტობრივად მათი ახალი დავალებაა შემდეგი გაკვეთილისთვის და მოსწავლეებს ვავალებთ გაიარონ სამი ნაბიჯი
ნაბიჯი 1. გაეცნონ ახალ მასალას და მოცემული შეკითხვების და საკუთარი მოსაზრებების შესაბამისად კრიტიკულად მიუდგნენ წიგნში მოცემულ ტექსტს, ვიზუალურ მასალას , წყაროებს და დავალებებს
ნაბიჯი 2. წვილებში იმუშაონ და გაუზიარონ მეგობარს საკუთარი ნამუშევარი
ნაბიჯი 3. იმუშაონ ჯგუფებში . დახაზონ სეგმენტური მეთოდის კოგნიტური სქემა , ჩაწეროს ყველამ თავის სეგმენტში მისთვის მისაღები კრიტიკული შეფასება წიგნისა, გამოიყენონ ე. წ "სენდვიჩის " მეთოდი, ჯერ მოიძიონ დადებითი, შემდეგ კი ხარვეზებზე ისაუბრონ; მთავარი წინაპირობაა , ყველა მოსაზრებას უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული დასაბუთება - რატომ მოეწონათ, ან რატომ არ მოეწონათ ის, რაც წაიკითხეს , ნახეს და შეაფასეს .
სამუშაო პრცესი საინტერესოდ წარიმართა. თემა ერთი იყო- ყიზილბაშობა საქართველოში , შეიქმნა საინტერესო სამუშაო ფურცელები, აღნიშნეს, რომ ეს არ იყო მარტივი სამუშაო პროცესი, მაგრამ აშკარად დაინახეს ამ პროფესიის აუცილებლობა
0 коммент.:
Отправить комментарий