#საქართველოსმასწავლებელი
#TeacherofGeorgia
1998 წელს ისტორიული ფაკულტეტის
ბოლო კურსზე გადავედი. შევარჩიე დიპლომის თემა,ვგეგმავდი
ვწვეოდი აღმოსავლეთ საქართველოს და დეტალებში შემესწავლა ის საკითხები, რომელსაც მთელი
წელი დავუთმობდი , უკვე სექტებერშივე თსუ-ში გაგვაფრთხილეს, რომ გაზაფხულზე ყველას უნდა
გაგველო პედაგოგიური პრაქტიკა , სიმართლე რომ
გითხრათ, არასოდეს მიფიქრია ვყოფილიყავი მასწავლებელი
და მემუშავა სკოლაში , მითუმეტეს რომ ჩემი ლექტორებისაგან უკვე მქონდა მიღებული რჩევა-დარიგება,
დიპლომის დაცვის მერე ჯერ პროფესიით დავიწყებდი მუშაობას და პარალელურად დისერტაციაზეც
ვიმუშავებდი; ანუ არც მეტი , არც ნაკლები ვიქნებოდი ერთ-ერთი მეცნიერი , რომელიც საკუთარი
ქვეყნის ეთნოლოგიას შეისწავლიდა და ასწავლიდა სხვებს; კომუნიკაცია ბავშვებთან კი ყოველთვის
მომწონდა, ახსნაც მეხერხებოდა, მაგრამ სკოლაში მომუშავე ადამიანად თავი არასოდეს წარმომედგინა
; ჩემი ცხოვრება ბავშვობის მეგობრის , მარიკა
კევლიშვილის სატელეფონო ზარმა შეცვალა .
15 სექტემბერი ჩემი დაბადების დღეა , ეს ის პერიოდია როცა ნაკლებად იყო თბილისის
ქუჩები კაფე-ბარებით მოფენილი, არც მობილური ტელეფონები გვქონდა , საკაბელო ტელეფონიც საღამომდე დუმდა (ხაზი იყო დაზიანებული
) დილიდან სადიპლომოს თემას ვუკირკიტებდი
, იმ სტუმრებსაც ვუმასპინძლე, ვინც არ დაუჯერა ჩემი ტელეფონის გაბმულ ზარს და მოვიდა; გვიან „ დაიწკრიალა, ჩართეს , როგორც
იქნა - მარიკამ , ჯერ დაბადების დღე მომილოცა და შემდეგ კი შემომთავაზა
მასთან ერთად სკოლაში მუშაობა დამეწყო, მახსოვს , ჯერ სიცილი ამიტყდა : მე და მასწავლებელი ვერ წარმომიდგენია-მეთქი, მერე
კი გამახსენდა ჩემი ვალდებულება უნივერსიტეტის წინაშე, მაინც უნდა გამევლო პრაქტიკა
გაზაფხულზე და ვიფიქრე , ადრევე „მოვიშორებდი“ ამ საქმეს.. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს
ვითომცდა მოშორობა ჩემს მთავარ საქმიანობად იქცეოდა და ყველა დანარჩენ საქმეზე წინ ჩემი მთავარი პროფესია , მასწავლებლობა დადენოდა
ჩემი შეფასების ყველაზე დიდი
კრიტერიუმია _ გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლის უკმაყოფილო კომენტარი „უჰ, რა
მალე დარეკეს ზარი“ . ამ დროს ვგრძნობ, რომ
ჩემი მოვალეობა - ვიყო მასწავლებელი, მეგობარი- პირნათლად შევასრულე. აზრიც გამიელვებს ხოლმე:
რა მოვიფიქრო, რა შევთავაზო შემდეგ გაკვეთილზე ისეთი , რომ მსგავსი წამოძახილი კვლავ და კვლავ გაისმოდეს,
თუმცა არის ის შემთხვევბიც, როცა ვხვდები რომ რაღაც აუცილებლად უნდა შევცვალო და ეს
რაღაცა ჩემი მოსწავლისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია
. ეს იყო ბევრი წლის წინ,მაშინ ახალი დაწყებული მქონდა სკოლაში მუშაობა და ვიცოდი რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს გაკვეთილზე. არ იფიქროთ რომ თხრობა მიჭირდა,სიამოვნებითაც მისმენდნენ ,მაგრამ ვგრძნობდი რომ ეს ის არ იყო,რაღაც სხვა იყო საჭირო ...იმ დღიდან დავიწყე სერიოზული ფიქრი,როგორ შემეცვალა ჩემი გაკვეთილი. დაენახათ და დაეხატათ ნინო მასწავლებელი ,თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით და მე კი ამით მივხვდარიყავი, რა უფრო მოსწონდათ ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეებს. ნინოს დახატვას გაკვეთილის ჩანახატები მოჰყვა,
ჩანახატებს კომიქსები , კომიქსებს თამაშები .ეს აქტივობა არასოდეს მომბეზრდება,
მითუმეტეს ჩემი , როგორც მასწავლებლის შეფასებას
ძალიან ადვილად ახერხებენ , ზოგი ნახატი კი კიდევ ერთხელ მაფიქრებს , რამდენად
მნიშვნელოვანია , რომ ერთ ნინო მასწავლებელს ორი ხელი კი არა , 6 ხელი ჰქონდეს
ახალი წლის წინა დღეები იყო , თუ არ ვცდები 2002 წელი სრულდებდა და ველოდით
2003-ს. კონკურსის მონაწილეები გარემოს დაცვის სამნისტროში დაგვიბარეს.ჯერი ჩემს პროექტზე
მიდგა და მახსოვს ერთ-ერთი ჟიურის წევრის დამცინავი ხმა როგორ შეეხო იმვებგვერს , სადაც
საქართველოს აწყობილი რუკა რეგიონებად იყო გაშლილი.. მერე ბევრი არ მომისმენია , მე
მაშინ კარგად არ ვიცოდი ტექნოლოგიები , გვერდიც იმ ადამიანმა ამიწყო ვისაც არ ეშლებოდა ეს საქმე, გარკვეული მიზეზის გამო გვერდი
Ru -თი
სრულდებოდა ; მოკლედ დამწყდა გული და ჩემი მიზანი, მოსწავლეებისათვის ეთნოლოგია მესწავლებინა ისე, რომ ჩასულიყვნენ საქრთველოს
კუთხეებში და ადგილზე შეესწავლათ ის, რაც საკლასო ოთახში ვერ ისწავლებოდა ; მოკლედ, გულდაწყვეტილმა გავაცილე
ძველი წელი. მაგრამ ახალმა ახალი იმედი გამიჩინა, ესენი იყვნენ ჩემი მოსწავლეების მშობლები
, რომლებმაც მიტხრეს , რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებდით. და დაიწყო.. პირველი გეზი
სმცხისაკენ ავიღეთ, უკვე მაისის ბოლოს . პროექტი ითვალისწინებდა , პირველ რიგში სკოლების
დამეგობრებას, ჩვენი გამოცდილების გაზიარებას , რეგიონის ისტორიული კუთხით შესწავლას
, ადგილზე ცხოვრებას , მოსახლეობისაგან ინტერვიუს ჩაწერას, ტრადიციებზე სიუჟეტების
გადაღებას ; მე ვიცოდი, რომ შეუძლებელი უნდა გამეკეთებინა და მაშინ ვიგრძენი , როგორ მომცა განცდილმა მარცხმა
ძალა და „აგორდა ბორბალი“ .. ქართლი 1 დღე, სამცხე სამი დღე, იმერეთი, გურია ოთხი დღე,
სამეგრელო ხუთი დღე , კახეთი 4 დღე, ქიზიყი სამი დღე, სვანეთი 15 დღე, მთიანი აჭარა
19 დღე, ხევსურეთი 3 დღე, ხევი-1 დღე, თუშეთი 17 დღე, ყველგან ვპოულობდი მასპინძლეს
, ვინც მიგვიღებდა და ყველგან ვტოვებდით ადამიანებს , ვინც დღემდე ჩვენს გულებშია .. ზაფხული ზაფხულს მისდევდა , ხუთი წელი მე ვიყავი
გზამკვლევი, ექთანი, მოსწავლელ, მწველავი, მზარეული.. ყველგან ვიყავი ისტორიკოსი და
ეთნოლოგი ; ნებისმიერი ჩვენი გასვლა იყო ჩვენი ხარჯებით დაფინანსებული, მე დამყვებოდნენ
მშობლები და მასწავლებლები , მაგრამ მე ვიცოდი , რომ ერთი ნაკაწრიც თუ ექნებოდა ჩემს
მოსწავლეს მე ვიქნებოდი პასუხისმგებელი ; დღეს უკან ვიხედები და ვფიქრობ, როგორ შევძელი
ამხელა გზის გავლა? უღელტეხილებზე სიარული, 10-15 კილომეტრი თაკარა მზეზე სიარული,
ცხეებს ყველა ქვის აღწერა... პასუხს მალევე ვპოულობ, ამის ძალა ჩემმა მოსწავლეებმა
მომცეს, მათი მშობლების ნდობამ გამაძლიერა და აღვზარდე თაობა , რომელსაც საქართველო
არა სურათებით და სორიდან ყველა კუთხის მიწის სუნის შეცნობითა და „ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა
სიარულით „ შეუყვარდათ ; სოციალურ ქსელში მათ ფოტოებში ხშირად მხვდება ლამაზი ზურგჩანთებით
გაადღებული ფოტოები.. საქართველომოვლილები დღეს მსოფლიოს უვლიან გარშემო და იმედი მაქვს
ის დღეები არასოდეს დაავიწყდებათ
ჩემი ინოვატორობა , ვფიქრობ,
მაშინ დაიწყო, როცა სკოლაში მუშაობა დავიწყე . კერძოდ, დავფიქრდი იმაზე , როგორ გადამეტანა საგაკვეთილო სივრცე სკოლის
გარეთ , მეჩვენებინა პრაქტიკულად ის , რასაც კითხულობდნენ სახელმძღვანელოში ჩემი მოსწავლეები,
ან ხედავდნენ სურათებზე . თუმცა ესეც არ კმარა , პროექტებით სწავლება ჩემს მოსწავლეებს
ძალიან მოსწონდათ, აი გრძელვადიანი პროექტი კი ბევრ ჩანაწერს გვთხოვს,სურათების შენახვასაც,ვიდეომონტაჟსაც.ამ ყველაფერი ერთ
სივრცეში მოთავსებას კი ტექნოლოგიების გარეშე ვერ
მოვახერხებდი.მითუმეტეს გამიმართლა და ჩემი
დირექტორი არც მეტი
და არც ნაკლები ,ირმის ნახტომის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. ასევე კომპიუტერის ჯადოქარი იყო
ჩვენი მენეჯერი .მოკლედ რომ
არა შორენა და
მაია ,მე ,ალბათ,უფრო
გვიან "მოვიწამლებოდი" ისტ-ით.
მადლობა მაიას იმისთვის,რომ
ყოველთვის "გვაიძულებდა"თავად გვემუშავა ამ
"საოცარ ყუთებთან",მასზე მიკრული ირემი კი
მამხნევებდა და თურმე,მეც
ნახტომოსთვის მამზადებდა. დამოუკიდებლად პირველი ციფრული პროექტი,რომელიც საგნების ინტეგრირებასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კვლევას ეხებოდა ,პირველი გამარჯვება იყო
ტექნოლოგიებით სწავლებაში. კონკურსზე მოგებული ჯილდო,Nokia Lumia ,რომლის შესაძლებლობა უკვე
მაძლევდა საშუალებას მემუშავა არა მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერთან ,არამედ ყველგან სადაც ამას
საჭიროება მოითხოვდა,მაძლევდა საშუალებას უკვე სხვებისთვისაც დამეწყო ჩემი
გამოცდილების გაზიარება. სასწავლო რესურსების შექმნა ყოველდღე მეტს
მასწავლიდა ,ჩვენი გაკვეთილები კი
სულ უფრო სახალისო ხდებოდა და
აი,ერთ დღესაც გაჩნდა იდეა,გვეკვლია ის უბანი,ის
გარემო სადაც ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ ჩემი
მოსწავლეები. გამოცხადდა პროექტში მონაწილეთა რეგისტრაცია. მოსწავლეების რაოდენობა 20-ს აცდა.
იყვნენ VII,VIII,IX,X კლასელები. შეიქმნა ნორჩ მკვლევართა წრე
"ჩვენი სოლოლაკი" და ამუშავდა ჩვენი სახელოსნო.ეს
იყი საოცარი სამუშაო პროცესი მთელი 2 წლის
განმავლობაში. მახსოვს ჯერ როგორ ითბობდნენ ყინვაში გათოშილ ხელებს ჩემი
მოსწავლეები და მერე
ღიმილიანი სახით რეპორტაჟზე გადიოდნენ,მიდოოდნენ ყველგან ,სადაც იყო
პრობლემა,ეძებდნენ გამოსავალს შექმნილი წინააღმდეგობების დროს,ამუშავებდნენ კარების,კიბეები,სახლების ისტორიებს. საოცარი იყო
ის,რომ დღის
ყველა მონაკვეთში ხაზზე იყვნენ და
ზღად წამოსულ მასალას წყვილებში ვამუშავებდით. სწორედამ პროექტის დროს დავიმეგობრეთ ლიტერატურის მუზეუმი, მისი
საოცარი ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე, დოქტორი და
მუზეუმის თანამშრომელი ია ღადუა ,საბჭოთა კვლევის ლაბორატორია და
მისი ერთ-ერთი
აქტიური წევრი ირაკლი ხვადაგიანი. ჩავრთეთ სოციალირი ქსელი და
ორ წელიწადში შევაჯამეთ საოცარი პროექტი. მიუხადავად იმისა,რომ
ეროვნულ კონფერენციებსა ,თუ საინტერესო შეხვედრებზე უკვევკითხულობდი მოხსენებებს და
ხშირად ვუზიარებდი მასწავლებლებს ჩემს გამოცდილებას,პროექტი "ჩვენი სოლოლაკი"ჯერ გატანილი არსად მქონდა ,თითქოს რაღაცას ველოდი და
ის რაღაცა გამოჩნდა ;
Partners in Learning Global Forum 2016 - Microsoft
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მაიქროსოფტმა ჯერ ინოვატორი მასწავლებლის წოდება მომანიჭა ,უკვე 2014 წლიდან კი საქართველოს MIEExpert -ი გავხდი. სწორედ ეს წოდება აძლევს საშუალებას მასწავლებელს საშუალებას ,იგრძნოს თავი მსოფლიოს ნაწილად. ჩემს ნაშრომებს პორტალზე უკვე იცნობდნენ,აი კონკურსზე კი ჩვენი შავი მარგალიტი "ჩვენი სოლოლაკი" გავაგზავნე.
2016 წლის ერთ ,სუსხიანი ზამთრის საღამოს სახლში კვლავ დაღლილი დავბრუნდი. ჩემი აწ უკვე მარჯვენა ხელი,ნოუთ ბუქი მიხმობდა პრეზენტაციის ასაწყობად. მე გადავწყბიტე ცოტა წაეწთვლიმა და ღამე მემუშავა. ის იყო ნებიერად გადავეშვი სიზმარეთში ,რომ ჩემი დის შეშფოთებულმა ყვირილმა გამაღვიძა
-ნინო,რაღაც ხდება , "დაინგრა"შენი გვერდი ფეისბუქში,ტელეფონი ჩართეო გწერენ . გამახსენდა რომ ტეკეფონიც გათიშული მქონდა. ნამძინარევი მივედი კომპიუტერთან და ჩემს გვერდზე უკვე ახალი კომენტარები ჩნდებოდა. ყველა რაღაცას მილოცავდა. ამ დროს პირველი ზარიც შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. რუსა მირეკავდა ,ქიზიყიდან..
ჩვენ გავიმარჯვეთ,ჩვენი პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა იმ ასეულობით პროექტს შორის,რომლის პრეზენტაცია მსოფლიო გლობალურ ფორუმზე,კერძოდ კი უნგრეთში წარვუდგენდი ფართო საზოგადოებას;
რა დაგვხვდა ბუდაპეშტში?
წარმოიდგინეთ ინოვატორი მასწავლებლების დიდი სახელოსნო სადაც 200-მდე ქვეყნის პროფესიონალი პედაგოგი სხვადსხვა სიახლეს ვუზიარებდით ერთმანეთს , ეს იყო
საოცარი დღეები , მახსოვს , როდესაც ვორქშოპში ჩართული ვიყავი სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებთან
ვფიქრობდი, რამდენი რამ გვაკავშირებს ევროპასთან, რამდენად ჰგავს ჩვენი ინტერესები
ერთმანეთისას, აგერ ვაზიარებ ჩემი სწავლების მეთოდებს და იწონებენ , გამოდის ჩვენც
შეგვიძლია ; ეს გრძნობა უფრო გამიმძაფრდა, როცა მეორე დღეს გამოფენა მოეწყო ; ამ გამოფენილ
პროექტებში ტავ სიწონებდა ჩემი პროექტიც და მაშინ მივხვდი, რომ მეც ვიყავი მსოფლიოს
ნაწილი . ახალი იდეებით, ემოციებით დატვირთული დავბრუნდი ჩემს სამშობლოში და პრაქტიკაში
სიახლეები ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ავამუშავე ეს ციფრული ბლოკნოტი One Note
და თამში Minecraft , ორივე სიახლემ დიდი
მოტივაცია გააჩინა ჩემს მოსწავლეებში, როცა პირველად , ჯერ კიდევ მეექვსეკლასელბთამ
მაინქრაფტი ვახსენე , საოცარი უკუკავშირი მივიღე. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თამაშის დახმარებით
ერთად აგვეშენებინა ორო რეგიონი კახეთი და ქართლი . სამუშაო პროცესი დიდი ხალისიით
მიმდინარეობდა , მახსოვს როგორ აშენებდნენ გორის ციხეს , გეგმავდნენ სიდა ქართლის გარემოს შექნისათვის აუცილებელ გარემოს, გარდა ისტორიული
ძეგლებისა მოსწავლეებმა ააშენეს იმ ტიპის სკოლა, რომელშიც ისურვებდნენ სწავლებას ,
აღსანიშნავია , რო მათ მიერ აშენებული ერთ-ერთი საკლასო ოთახი დღეს რეალობად ვაქციეთ
, ისევ და ისევ უკვე ახალი, მოგებული პროექტის დაფინანსების დახმარებით ; ჩვენ გვქვს
სამუშაო გარემო, რომელიც მოსწავლეებს კომფორტულ გარემოში მეცადინეობის საშუალებას აძლევს
, ეს არის გარემო სადაც დღესაც ბევრი საინტეერსო იდეა იბადება და ჩემი მოსწავლეები
დღეს უკვე ისეთ უანრებზე მუშაობენ , როგორიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება
და მედიაწიგნიერება , ქმნიან საინტერესო პლაკატებს, უტარებენ ტრენინგებს დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეებს, ქმნიან და ავრცელებენ ინფორმაციას, კრიტიკულად უყურებენ მოვლენებს
‘
#TeacherofGeorgia
ჩემი პირველი ნაბიჯები სკოლაში
მოხეტიალე ისტორიის მასწავლებელი
ავთო ხმიადაშვილი
-ჩემი, როგორც უკვე მასწავლებლის
პირველი დირექტორი , ადამიანი რომელმაც უკვე ერთ წელიწადში მომანიჭა „მოხეტიალის“ წოდება, „არსად მიშვებდა“ , მენდობოდა
, მარიგებდა და დღემდე ტკბილად მაგონდება მისი ყველა რჩევა;
ხშირად გვიკამათია კიდეც, მიშლიდა- ამდენს ნუ დადიხარ სკოლის გარეთ და ნუ დაგყავს მოსწავლეებიო, მაგრამ „ვერ ვუსმენდი“
,ვიცოდი რომ ის უკვე გამოცდილი იყო, ხიფათს
არ ეძინა , ვიცოდი რომ ჩვენზე ზრუნავდა, როცა მიმტკიცებდა, რომ 25 წლის გოგოს არ შეიძლება
ორდღიან ექსკურსიებზე მეტარებინა მოსწავლეები, მეც ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ
შევძლებდი, გავაკეთებდი, ვისწავლიდი , ვეუბნებოდი რომ მე არ შემეძლო ოთხ
კედელში მესწავლებინა ისე, როგორც გარეთ, ბებერი ძეგლების გვერდით ; ვუხსნიდი რომ ისტორია არის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ.
ის კი იღიმოდა, ვხედავდი თვალებით, მიმიკით მეთანხმებოდა და მეუბნებოდა , რომ არ ვყოფილიყავი ჯერ ისტორიკოსი
და მერე მასწავლებელი , ორივეზე ერთად მეფიქრა ; ამ რისკებზე ყველაზე მეტად 2012 წელს
ჩავფიქრდი, როცა ხევსურეთში „საბედისწერო მოსახვევმა“ჩვენი ტრანსპორტი ხევისკენ გაააფრინა
, მახსოვს ის წუთები, თავიდან საოცარი სიჩუმე, ფიქრი, შიში, მერე მეგობრის კივილი და პირველი დამარცვლილი ფრაზა „მგონი ყველა გადავრჩით“ როცა დაბეჟილი
მასწავლებლები შევყურებდით ფეხზე მდგომ ყველა მოსწავლეს , ვგრძნობდით როგორ გვქონდა უფლება ისევ გაგვეღიმა ; ცხოვრებამ მაშინ შეგვახსენა , რომ ხიფათს არ ძინავს
, რომ მოხდა სასწაული ... აი, მაშინ დამირეკა ავთომ და პირველად მითხრა ის, რისი შიშისც
მას მუდამ ჰქონდა .. იგივე შემთხვევა ჰქონია მასაც ბევრი წლის წინ და ამიტომ ფრთხილობდა
მუდამ,ამიტომ მეკამათებოდა, როცა ვუხსნიდი რატომ იყო აუცილებელი მზის ჩასვლის ფონზე
ეხატათ გელათი მოსწავლეებს ... ავარიიდან მეორე დღეს მახსოვს მისი ხმა ტელეფონში და ვიგრძენი , რა ბედნიერი
ვიყავი ასეთი ადამიანი რომ შემხვდა ჩემი ცხოვრების გზაზე, მას რომ არ დაენახა ჩემში
ის გადარეული და მოხეტიალე მასწავლლებელი, არ ჩაებარებინა ის კლასები, რომელმაც ჯერ
ეჭვით შემომხედეს, მერე „არევაც“ გადაწყვიტეს, მერე ნდობა გამოხატეს და სიყვარულიც
მაჩუქეს
დიახ, ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვგრძნობდი, რომ ისტორია
არ ისწავლება მხლოდ საკლასო ოთახში , ვგრძნობდი რომ, წარსულის შემეცნება-გაგებისათვის სულ სხვაა იდგე
ისტორიული ძეგლის ეზოში და ხსნიდე მეღვინეობას კახეთში, იგონებდე აქტივობას, იმისათვის
, რომ მოსწავლეს თავად აღმოეჩინა რა მსგავსება და განსხვავებაა გელათსა და იყალთოს
შორის , არ იმჩნევდე იმ ფაქტს, რომ მზე ზედმეტად გაჭერს თვალებში და გიხაროდეს ის
, რომ მოსწავლეები კომფორტულად სხედან ჩრდილში გადაჭრილ ხის კუნძებზე
და შემოგყურებენ გაბრწყინებული თვალებით, უყურებდე მოსწავლეებს და გრძნობდე,
რომ აქ, ზუსტად ამ ადგილას, ისინი ანხორციელებდნენ იმ საქმიანობას , რაც მათ სჭირდებოდათ
იმ წუთში საკითხის უკეთ გააზრებისათვის .უკაცრავად
, მგონი თემას გადავუხვიე
მე ,
როგორც მასწავლებელი ...
მასწავლებელი ჩემი გადასახედიდან არის ის ადამიანი, რომელიც მოსწავლის
ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს უნდა იკავებდეს. აქედან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობ, არ ვიყო მათთვის მოსაწყენი, უინტერესო
ადამიანი. მსურს ჩემში დაინახონ პიროვნება,
ვისაც ესმის მათი და ცდილობს იყოს მათ
გვერდით მუდამ, დაეხმაროს სიძნელეების გადალახვაში . ასევე,
ვერ ვმალავ სიხარულს როცა ეტაპობრივად ვაკვირდები, როგორ იცვლებიან , ინტერესდებიან ჩემი საგნით, მსჯელობენ , თამამად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს
- აი , ამ დროს ვხვდები , რომ ჩემი ადგილი აქ არის , სკოლაში, მათ გვერდით . მასწავლიან
და ვასწავლი. ჩვენ ზოგჯერ ვუბრაზდებით და ზოგჯერ
გულს ვატკენთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ გადის საათი, დღე და ჩვენ გულისტკივილს სიხარული
ცვლის .
დამხატე მე !
ბევრი წლის წინ
დავიწყე ეს მეთოდი . ახლაც ნათლად მახსოვს ის დღე. ზარის დარეკვის მერე
ის ჩვეულებისამებრ უკან დაჯდა , მარტო , ამოიღო წიგნი და გვერდებმოხატული რვეული, არც
საწერი კალამი დაავიწყდა და შავი ფანქრის გვერდით
ფრთხილად დადო. მე უკვე ვცნობდი ამ ფანქარს, ალბათ უკვე ბევრჯერ წვერმოტეხილს. ხშირად
ვხედავდი ჩუმად როგორ ხატავდა გაკვეთილზე , ორჯერ ვთხოვე კიდეც შეენახა, თუმცა ვხვდებოდი
რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო ...
გაკვეთილის დაიწყო და მე მასთან ახლოს მივედი .
-დათო მოდი ჩამომითვალე ძირითადი საკითხები გაკვეთილიდან..
დათო მხოლოდ ადგა ფეხზე,პასუხი არ გაუცია,მეტიც არც კი შემომხედა ,ხელში ის ფანქარი
ეჭირა და ვგრძნობდი თავს უხერხულად გრძნობდა . კლასში სიჩუმე ჩამოვარდა და მივხვდი რომ ახლა რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს პრაქტიკაში. თუმცა ბანალური შეკითხვა მაინც დავსვი
-დათო,არ იცი გაკვეთილი?
ისევ სიჩუმე.. კლასშიც არავინ არ იღებს ხმას, იციან რომ გულს
მტკენს სიტყვა „არ ვიცი გაკვეთილი“, ამიტომ ხშირად არ ვიცის ვერ გავიგეთი ცვიან და მეც მათთან ერთად
ახლიდან ვუღრმავდები იმ საკითხებს, რომლის სწავლაც ვერ მოახერხეს. დათოს შემთხვევა ჩემთვის უფრო რთული იყო , მე მას ვერ გავუჩინე
ინტერესი აგერ უკვე 2 თვეა , ეს უკვე ძალიან ბევრი დროა და იმ წუთში მივხვდი, რომ
მე უნდა დამნგრია ის ყრუ კედელი მე და დათოს რომ გვაშორებდა .
დათოსთან უფრო ახლოს მივედი ,დავიხარე და ჩუმად ვკითხე
-დათო ,ფერადი ფანქრები თუ გაქვს?
დათო ჯერ გაოცდა,მერე ნელ-ნელა ამომხედა და ჩემი სერიოზული ,ოდნავ გაღიმებული სახე რომ დაინახა, სახე გაუნათდა ,მერე შვებით ამოისუნთქა და წყნარად მიპასუხა
-შავი მაქვს მხოლოდ..
-არა უშავს,შავით დავიწყოთ და მოგვიანებით ერთად გავაფერადოთ.
მერე
კლასისკენ მოვტრიალდი , მივხვდი ახლა
ყველა უნდა ჩამერთო , თან ისე რომ , დათოს
ინტერესზე მორგებული აქტივობა მქონოდა.
-ვინ დაგვეხმარება? ფერად ფანქრებს ვეძებთ
კლასი ახმაურდა ,ზოგმა ჩანთა გახსნა,ზოგმა სიახლის მოლოდინში კალმის წვალება დაიწყო ,ზოგმა კი გვერდზე მჯდომს გადაულაპარაკა..ერთი ფრაზა ჩემამდეც მოვიდა და სამუდამოდ დარჩა ჩემს გონებაში
-ეს ახლა რაღაც ჩვენს მოსაწონს
გეგმავს!
..ასეც იყო .. დაფაზე დიდი ასოებით დავწერე დამხატეთ მე ! კლასიდან 15 წყვილი ანთებული თვალი მიყურებდა,მე დაფისკენ მივტრიალდი და ბავშვობაში ნასწავლი კაცუნების ხატვა გავიხსენე. ხალისით ვხატავდი. კაცუნა შევაპუტკუნე,აჩეჩილი თმა დავუხატე..მოვტრიალდი და ისევ დათოს ვკითხე: მგავს?
ის ჯერ გაჩუმდა ,მერე გაიღიმა
და ჩუმად მითხრა -თმა კი, მას!
და მე კარგად ვგრძნობდი ,როგორ ვტეხავდი ყინულს.
-კი ,დათო,მე რეალურად ერთი რამ მივამსგავსე ჩემს თავს,შენ ის შეამჩნიე,გამოდის მიგახვედრე , ვის ვხატავ. მოდი, ასე მომიყევი შენც ისტორია.
„ექვსხელა „ ნინო
მასწავლებელი
21-ე საუკუნის
მასწავლებელი მუდმივად მზად უნდა იყოს სიახლეებისათვის , ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება
ჩვენს გარშემო და მალეც ძველდება. ამიტომ, პროფესიონალი მასწავლებელი მუდმივად ძიების პროცესში უნდა იყოს , არ ჩამორჩეს დროს, მოვლენებს .
ვარ თუ არა
ინოვატორი მასწავლეებელი?! ჩემს პედაგოგიურ
პრაქტიკას თუ გადავხედავ , დაზუსტებით შემიძლია ვთქვა , მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ , მიყვარს გამოცდილების გაზიარება
, ნახვა , გააზრება , ვიღებ სხვის აზრს . თუ საჭიროა, ვხდები მოსწავლე , არ მაშინებს სირთულე სწავლისას, ვსწავლობ, ვასწავლი.
ჩემი ინოვატორობა
, ვფიქრობ, მაშინ დაიწყო, როცა სკოლაში მუშაობა დავიწყე . კერძოდ, დავფიქრდი იმაზე , როგორ გადამეტანა საგაკვეთილო სივრცე სკოლის
გარეთ , მეჩვენებინა პრაქტიკულად ის , რასაც კითხულობდნენ სახელმძღვანელოში მოსწავლეები, ან ხედავდნენ სურათებზე . ალბათ, ეს გახდა მიზეზი პირველი პროექტისა „რაა მამული“ .ამბავი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთ კონკურსში ჩემი იდეა
დაიწუნეს , ვატრიალე ჩეი პროექტი წინ და უკან , ვეძებე წუნი , ვერ ვნახე. არ გეტყვით
, რომ თვითშეფასება არ შემიძლია, ან ვფიქრობ, რომ რასაც ვქმნი ყველაფერი უნიკალურია.
მე მოგიყვებით რა იყო ჩემი პროექტი და თქვენ განსაზღვრეთ რატომ ვერ ვპოულობდი ხარვეზს
ჩემს ჩამოწერილ აქტივობებს ;
ხუთწლიანი მოგზაურობა საქართველოს
გარშემო
(კონკურსში
დაწუნებული პროექტის ახდენილი ოცნება)
ინოვატორი მასწავლებელი
ვარ თუ არა ინოვატორი
მასწავლეებელი?! ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას
თუ გადავხედავ , დაზუსტებით შემიძლია ვთქვა ,
მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ , მიყვარს
გამოცდილების გაზიარება , ნახვა , გააზრება , ვიღებ სხვის აზრს . თუ საჭიროა, ვხდები მოსწავლე , არ მაშინებს სირთულე სწავლისას, ვსწავლობ, ვასწავლი.
Partners in Learning Global Forum 2016 - Microsoft
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მაიქროსოფტმა ჯერ ინოვატორი მასწავლებლის წოდება მომანიჭა ,უკვე 2014 წლიდან კი საქართველოს MIEExpert -ი გავხდი. სწორედ ეს წოდება აძლევს საშუალებას მასწავლებელს საშუალებას ,იგრძნოს თავი მსოფლიოს ნაწილად. ჩემს ნაშრომებს პორტალზე უკვე იცნობდნენ,აი კონკურსზე კი ჩვენი შავი მარგალიტი "ჩვენი სოლოლაკი" გავაგზავნე.
2016 წლის ერთ ,სუსხიანი ზამთრის საღამოს სახლში კვლავ დაღლილი დავბრუნდი. ჩემი აწ უკვე მარჯვენა ხელი,ნოუთ ბუქი მიხმობდა პრეზენტაციის ასაწყობად. მე გადავწყბიტე ცოტა წაეწთვლიმა და ღამე მემუშავა. ის იყო ნებიერად გადავეშვი სიზმარეთში ,რომ ჩემი დის შეშფოთებულმა ყვირილმა გამაღვიძა
-ნინო,რაღაც ხდება , "დაინგრა"შენი გვერდი ფეისბუქში,ტელეფონი ჩართეო გწერენ . გამახსენდა რომ ტეკეფონიც გათიშული მქონდა. ნამძინარევი მივედი კომპიუტერთან და ჩემს გვერდზე უკვე ახალი კომენტარები ჩნდებოდა. ყველა რაღაცას მილოცავდა. ამ დროს პირველი ზარიც შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. რუსა მირეკავდა ,ქიზიყიდან..
ჩვენ გავიმარჯვეთ,ჩვენი პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა იმ ასეულობით პროექტს შორის,რომლის პრეზენტაცია მსოფლიო გლობალურ ფორუმზე,კერძოდ კი უნგრეთში წარვუდგენდი ფართო საზოგადოებას;
მარტის თვეში უკვე სამკაციანი ჯგუფი ფორუმზე გაემგზავრა
, მე თბილისიდან და ნანა დაბრუნდაშვილი ხაშურიდან , ეს ორი მასწავლებელი საქართველოს
ელჩი იყო მაიქროსოფტის სამყაროში ,ჩვენი ხელმძღვანელი
მაში შოთა მურცხვალაძე გახლდათ და ეს იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს არ მალავდა, რომ
მთავარი მოვალეობა ადამიანისა მუდმივი სწავლა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაა
მოსწავლეებისათვის ;
21-ე საუკუნის მასწავლებელი
მე სოლოლაკში,
ძველი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი , ჩემს მოსწავლეებში გარდა ქართველი მოზარდებისა
არიან სომხები, აზერბაიჯანელები , რუსები, მყავდა ჩეჩენი მოსწავლეც . მოსწავლეებს შორის არიან განსხვავებული რელიგიის
და ტრადიციიის წარმომადგენლები , ამიტომ გასაკვირი არ არის , რომ ყველა გაკვეთილზე ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და გამოვიმუშავებთ
სხვისი აზრის, კულტურის, ტრადიციის მიმღებლობას და პატივისცემას . რა თქმა უნდა ამ პროცესის უკეთ განვითარებაში
მე მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება არ მიწყობს ხელს , პირველ რიგში ჩემში მოსწავლეები ხედავენ
ადამიანს , რომელიც პატივს სცემს სხვა ადამიანებს , ისმენს და იზიარებს სხვის მოსაზრებებს
და თუ საჭიროა , იცლის აზრს . მე არ შემიძლია სხვას მოვთხოვო ის რაც მე არ გამაჩნია,
ეს არის პასუხისმგებლობა და ხვალინდელ დღეზე ფიქრი. ყველაზე მნიშვნელოვანია დავაკვირდე,
როგორ უმჯობესედება მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესი, რა უჭირთ, სად ჭირდებათ ჩემი დახმარება,როგორ გავხადოთ სწავლება
კონსტრუირებული, როგორ დავინახო „ხარაჩოზე ცოდნის დაშენების“ პროცესი.ხშირად ვეკითხები
მოსწავლეებს, , როგორი უნდათ რომ იყოს მათი
გაკვეთილი . ვცდილობ, ჩვენი ინტერესე ბი ემთხვეოდეს. ვერ გეტყვით რომ ადვილია, ხშირად მიწევს შევქმნა დამატებითი სასწავლო რესურსები, გავხადო
სწავლების პროცესი საინტერესო, გამოვიყენო სიმულაცია , დავგეგმო გაკვეთილები სკოლის გარეთ:
ვისაუბროთ ტიციანზე ლიტერატურის მუზემში, სვეტიცხოველზე მცხეთაში, არქეოლოგიის
ახსნისას სამთავროს გათხრებზე გავხდეთ პატარა არქეოლოგები . ამას ვაკეთებ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩემი
ყოფილი მოსწავლეების ცხოვრებას, პროფესიის არჩევას, წარმატებებს , წინსვლად რომ ვაკვირდები, ვხედავ ჩვენი ერთობლივი სწავლების შედეგებს; ყველაზე
საინტერესოა ის, რომ ახალი ინოვაცია ახალ იდეებს
უჩენს ჩემს მოსწავლეებსაც . ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი , რომ მოსწავლეები , რომლებიც ჯერ მეშვიდე კლასში იყვნენ
, ერთ მშვენიერ დღეს გაითამაშებდნენ შუა საუკუნეების მოვლენებს გაკვეთილზე და ინგლისის „თავისუფალ ქარტიაზე „ სიმულაციას შემომთავაზებდნენ
. , მე არ ვიქნებოდი ინოვატორი, 21-ე საუკუნის მასწავლებელი, თუ მოსწავლეები არ მეყოლებოდნენ ასეთი კრეატიულები. ამიტომაც ჩემი ფიქრი მუდამ ერთი მიზნის გარშემო
ტრიალებს : არაფრისაგან, ცარიელი ქაღალდისგანაც
კი ისეთი ინოვაცია შევთავაზო ჩემ მოწავლეებს,
რომ მეორე გაკვეთილზე მივიღო ასმაგად ღირებული უკუკავშირი .
ახლა როდესაც ვუსმენ და ვაკვირდები ჩემს „ლაივ-გაკვეთილებს „ , რომლის ნახვის საშუალება
ყველა დაინტეერსებულ პირს აქვს სოციალური ქსელის
დახმარებით, ვხვდები , რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, შეჩერება ერთ საკითხზე
არ შეიძლება, ხვალ იქნება ახალი დღე და ხვალ
ახალ აქტივობაზე ვიფიქრებთ ჩვენი
0 коммент.:
Отправить комментарий