..

.

..

суббота, 19 января 2019 г.

ყურადღება



რატომ პროექტი და რას აძლევს ის ჩემს მოსწავლეებს ?! ახალი არ იქნება რასაც დავწერ, ვისაც გვაქს პროექტებით სწავლების გამოცდილება , ვიცით, მსგავსი აქტივობა ანვითარებს მოსწავლეებში თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარს, ჩვენი დაგეგმილი სამუშაო პროცესი აძლევს საშუალებას ბავშვებს გახდნენ ინიციატორები, შემოქმედები, კრეატიულები და გაუმძაფრდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა .. როდესაც პროექტი საერთაშორისოა დამზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციას, თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ეს უკვე სერიოზული გამოცდაა ახლად შექმნილი კლუბისთვის .. რომლის ჩაბარება როგორ მოახერხეს, თქვენ შეაფასეთ

среда, 12 декабря 2018 г.

შემაჯამებელი სამუშაო საქართველოს ისტორიაში

                                                 #ნინოს გაკვეთილები
                                  შემაჯამებელი სამუშაო მე-9 კლასში
                                             საქართველოს ისტორია
შემაჯამებელი სამუშოას მიზანია
1. წინარეცოდნის გაქტიურება .
მოსწავლეებს ევალებათ გაიხსენონ იმ პერიოდის მოვლენები და  ფაქტები, რომელიც უკვე შესწავლილი აქვთ; ასევე მათ უნდა შეძლონ ინფორმაციის მოძიება , ძირიტადის გამოყოფა,  გაფილტვრა, საინფორმაციო, შემეცნებითი პლაკატის სექმნა და პრეზენტაციის გაკეთება . სამუშაოს შესრულებისათვის  წინასწარ ვამზადებთ ოთახს და ასევე  კონვერტში ვათავსებთ წინასწარ დავალებას ყველა ჯგუფისათვის, ამ ეტპზე გაწერილი იყო დავალებები 5 ჯგუფისათვის ;
კერძოდ,  მოსწავლეებს უნდა გაეხსენებინათ - მე-4, მე-5 , მე-6 და მე-7 საუკუნის  მოვლენები , როგორც "ქართლის ცხოვრებიდან" და "მოქცევაი ქართლიდან "  , ასევე სახელმძღვანელოდან, სამი ჯგუფისათვის აუცილებელი პირობა იყო გამოეყენებინათ თანამედროვე ტექნოლოგიები (ტაბლეტები) და მოეძებნათ ის მასალა , რაც აქამდე არ ჰქონდათ წაკითხული;  თითოეულ ჯგუფი აღჭურვილი იყო დამატებითი რესურსებით ;
2. დავალების გადანაწილების შემდეგ მოსწავლეები იწყებენ ფიქრს , როგორ შექმნან ისეთი ისტორიული მასალის  გზავნილები , რომელსაც ექნება საინტერესო ვიზუალური მხარე , იქნება შინაარსობრივად გამართული , ასევე გამოყენებული იქნება არა მხოლოდ  სესწავლილი მასალა, არამედ მოიძიონ და ჩასვან ის დამატებითი მასალა, რომელიც არ არის სკოლის სახელმძრვანელოებში
3. დავალების ტიპები განსხვავებული , აქ გვხდება , როგორც რუკისათვის შექმნილი აქტივობები, წერილობით წყაროზე შექმნილი იმპოვიზაცია- დისკუსია ; ქრისტიანობის გავრცელების ოფიციალური წერილობითი წყაროები,  ვახტანგ გორგასლის საგარეო პოლიტიკის არსი და დროის , ქრონოლოგიური ხაზი  და სქემები, მასალის უკეთ გასააზრებლად ;
4. შესაფასებლად მოწვეული გვყავდა მე-11 კლასის მოსწვლეები , რომლებმაც  შეაფასეს მოწავლეთა სამუშაო პროცესი და გამოყვეს საუკეთესო გუნდი
5. ჯგუფის ხელმძრვანეები ამზადებენ შესრულებული სამუსაოს ანგარიშს, სადაც გაიწერება როგორც დადებითი მხარეები სამუშაო პროცესისა, ასევე დაფიქსირდება -ჯგუფის წევრების ხვედრით წილი-ვინ , რომელი დავალება შეასრულა
6. შემდეგ გაკვეთილზე მოხდება შეჯამებ, შეფასების კრიტერიუმი გამოყენებით შეფასდება ყველა მოსწავლე და შეჯამდება პირველი სემესტრის მეორე ნაევარში  შესწავლილი მასალა
7. სრული მონაცემენების დათვლის  მერე დღევანდელი შემაჯამებელი , თავისივე რესურსებით განლაგდება ამ ბლოგზე, შესაბამის გრაფაში
მადლობა ყურადღებისათვის
12.12 .18
ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #43 საჯარო სკოლის მე-9 კლასი